ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შეხვედრა არასამთავრობოებთან

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს ხვდება. საინფორმაციო ხასიათის დისკუსიის ფარგლებში, დახურულ კარს მიღმა განხილავენ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს. ამერიკული „ფარას“ ანალოგი ძალაში 31 მაისიდან შევა. რაჟდენ კუპრაშვილი შეხვედრის მონაწილეებს კანონის აღსრულების კონკრეტულ დეტალებს აცნობს.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, ამერიკული „ფარას“ დოკუმენტი მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და საქართველოში არავის საქმიანობას არ ზღუდავს.

შეგახსენებთ, რომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა. ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა. კანონის ამოქმედების შემდეგ კი უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან, დოკუმენტები ანტიკორუფციულ ბიუროში წარადგინონ.