ანტიფეიკი - პირველი არხის ახალი პროექტი

დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ყალბი ამბის გავრცელება ეპოქის გამოწვევაა, საქართველოს პირველი არხი ახალ პლატფორმას ქმნის.

antifake.ge ეს არის ვებგვერდი, რომლის მიზანია პასუხი გასცეს მოქალაქეების შეკითხვას ნებისმიერი ინფორმაციის ნამდვილობის შესახებ და ყველა ამბავი გადაამოწმოთ აქ. დღეიდან თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაცია და ჩვენგან მიიღოს გადამოწმებული, ფაქტებით გამყარებული, დასაბუთებული პასუხი, რომელიც ამავე ვებგვერდზე აიტვირთება.

ახალ პლატფორმაზე ამბები ოთხ ქვეკატეგორიაში განთავსდება: სიმართლე, დიდ წილად სიმართლე, სიყალბე და აბსურდი. ყველაზე უსაფრთხო მედიამ, საქართველოს პირველმა არხმა ვებგვერდზე, antifake.ge დეველოპერებთან ერთად მუშაობა, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. antifake.ge-ს მუშაობაში ჩართული იქნებიან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები, პროდიუსერები და ანალიტიკოსები. ვებგვერდზე, antifake.ge ნებისმიერი ახალი ამბავი განთავსდება, რომელიც საზოგადობას აინტერესებს და კითხვის ნიშნებს აჩენს.