ანტიდემპინგური კანონპროექტი

ბიზნესის დიდი ნაწილის მრავალწლიანი მოთხოვნა დიდი ალბათობით დაკმაყოფილდება. საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყანას ანტიდემპინგური კანონი ექნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ იმპორტიორი კომპანიები საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ვეღარ გაყიდიან იმ პროდუქციას, რომელიც საქართველოშიც იწარმოება.

პროექტის პირველადი ვერსია მზად არის და პარლამენტშია გადაგზავნილი. მთავრობის ეკონომიკური გუნდის ავტორობით მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო ვალდებული იქნება, დაადგინოს, იყიდება თუ არა საქართველოში იმპორტირებული სხვადასხვა პროდუქტი დემპინგური ფასებით, რაც ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას არაკონკურენტულ გარემოს და პრობლემებს უქმნის.