მწვავე შეფასებების თემა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის გზავნილები.
წინა ხელისუფლების დროს გენერალური პროკურორის მოადგილე და უკვე დღეს უკრაინის მოქალაქე, დავით საყვარელიძე ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის დასრულება აშშ-ს არ სურს. ამ კონტექსტში მისი მხრიდან მიზერულად ფასდება ის შეიარაღებაც, რომელსაც უკრაინა დასავლეთიდან იღებს. ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე სწორედ ოფიციალურ ვაშინგტონს მიაწერდა ექს-მაღალჩინოსანი უკრაინაში ომის დაწყების დიდ სურვილსაც. მსგავსი გზავნილების გამო ოპოზიციის ნაწილი ,,ნაციონალური მოძრაობისგან” განმარტებებს ითხოვს, რადგან საყვარელიძე დღეს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიაშია. ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის განცხადებების გარდა ყოფილ სახელისუფლებო გუნდს დღეს მედიასთან ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველის პოზიციის გამოც დასჭირდა ახსნა-განმარტებების გაკეთება.