ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა – თანამედროვე გამოწვევა, რომლის დასაძლევად მსოფლიოს ქვეყნებს სულ უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა უწევთ.
პრობლემას ებრძვიან საქართველოშიც. დაკვირვება აჩვენებს, რომ ანტიბიოტიკოთერაპიისადმი გამძლე ბაქტერიული ინფექციები სულ უფრო მრავლდება. ხელშემწყობ ფაქტორებად ანტიბიოტიკების თვითნებურად მოხმარება და არასწორი დანიშნულება სახელდება. შედეგად იზრდება წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევები. ანტიბიოტიკების ალტერნატივად ფაგებით მკურნალობა განიხილება. საქართველოს ფაგების წარმოების საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. მომავალში წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და მსოფლიო ბაზრის უფრო აქტიურად ათვისება იგეგმება.