ანტალიის დიპლომატიის ფორუმი დღეს საზეიმოდ დაიხურება. საქართველოს დელეგაციამ პანელური გამოსვლები და პირისპირ შეხვედრები უკვე დაასრულა. ღონისძიება, რომელსაც 6000-მდე მაღალი რანგის სტუმარი ესწრება, ქართულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე საუბრისთვის გამოიყენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ვაჭრობაზე, შუა დერეფნის განვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე. შავი ზღვის აუზში სტაბილური მშვიდობა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ვიქტორ ორბანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრისას. პანელურ დისკუსიაზე კი, სადაც ჩვენი ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა, საქართველო განხილული იყო როგორც მეზობლებს შორის მედიატორი.