ანტალიის დიპლომატიური ფორუმი
ანტალიის დიპლომატიური ფორუმი გაიხსნა.
ყოველწლიური ღონისძიება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა. ანტალიის დიპლომატიის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას საქართველოდან უმაღლესი წარმომადგენლები იღებენ. ფორუმში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს, რომელიც სიტყვით პანელზე გამოვიდა. ასევე ანტალიის ფორუმზეა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.