ანტალიის დიპლომატიური ფორუმი
თურქეთის ქალაქ ანტალიაში დიპლომატიური ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პროცესებსა და მრავალმხრივი ურთიერთობების მომავალზე იმსჯელებენ. ფორუმი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა.