ანტალიის დიპლომატიის ფორუმი

ანტალიის დიპლომატიის ფორუმი საზეიმოდ დაიხურა. ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ პანელური გამოსვლები და პირისპირ შეხვედრები გამართა. ღონისძიება, რომელსაც 6 000-მდე მაღალი რანგის სტუმარი ესწრება, ქართულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე საუბრისთვის გამოიყენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ვაჭრობაზე, შუა დერეფნის განვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე. შავი ზღვის აუზში სტაბილური მშვიდობა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ვიქტორ ორბანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრისას. ევროსაბჭოს გენერალურ მდივან, ალენ ბერსესთან კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან გართულებული ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილა.