ანსამბლი „შავნაბადა“ და Schiller-ის ექსპერიმენტი

21:58, 18.12.2025

მუსიკის ორი სხვადასხვა ჟანრი ერთ სივრცეში და ექსპერიმენტული პროექტი – ანსამბლი „შავნაბადა“ მსმენელის წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარდგება. ეს იქნება ფოლკლორული ანსამბლის კოლაბორაცია ცნობილ გერმანელ არტისტთან და დიჯეისთან. სცენაზე ქართული მრავალხმიანობა და ელექტრონული მუსიკა უნდა აჟღერდეს.

გერმანელი არტისტი საქართველოში მცირე ხნით უკვე ნამყოფია. 25 წლის შემდეგ კი თბილისში სულ სხვა მიზნით დაბრუნდა. როგორი გამოვა ქართული პოლიფონიისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი – შედეგს აუდიტორია ხვალ მოისმენს და შეაფასებს.

მსგავსი