ანსამბლი „ლალხორი“ ბრიტანეთში საგასტროლოდ ემზადება
ქართული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს დიდ ბრიტანეთში გაეცნობიან.
ახალგაზრდული ანსამბლი „ლალხორი“ პირველი გასტროლისთვის ემზადება. წლებია, ანსამბლის წევრები უძველეს სვანურ ფოლკლორულ სიმღერებს იძიებენ, ძველი ჩანაწერების აღდგენაზე მუშაობენ და ავთენტური ვერსიებით საკუთარ რეპერტუარს ამდიდრებენ.
2026 წელი ანსამბლისთვის საიუბილეოა. თარიღის აღსანიშნავად „ლალხორი“ საკუთარ შემოქმედებას ჯერ ქართულ აუდიტორიას წარუდგენს. ინგლისში კი კონცერტები 12 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება.