ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში 

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში იმყოფება გასტროლით.   სიმღერისა და გალობის ანსამბლ „ივერიონთან“ ერთობლივი კონცერტი გამართა. ანსამბლ „ივერიონის“ წევრები იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არიან. „ბასიანი“ საგასტროლო კონცერტებს 18 ივნისს პერუჯაში  ჩაატარებს. საღამოები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.