ანსამბლი „ბასიანი“ 25 წლისაა 

21:53, 08.05.2025

ცნობილი ქართული ანსამბლი 25-წლიან ისტორიას საიუბილეო კონცერტებით აღნიშნავს. „ბასიანი“ მსმენელებისთვის ღონისძიებების ციკლს წარმოადგენს. სრულდება სხვადასხვა კუთხის რეპერტუარი – მრავალფეროვანი პროგრამა კონკრეტულ რეგიონთან დაკავშირებულ ფოლკლორულ ნომრებს, ხალხური სიმღერების ინტერპრეტირებულ ვერსიებს, ქართული მრავალხმიანობის უნიკალურ ნიმუშებსა და საეკლესიო საგალობლებს აერთიანებს.

მსგავსი