ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტი დავით ლომიძის მხარდასაჭერად

21:59, 22.10.2026

ქართული ფოლკლორი, საგალობლები და ცნობილი სიმღერები მალტაში.

ვალეტაში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დღეს ანსამბლმა „შავნაბადამ“ საკუთარი შემოქმედება წარმოადგინა. ეს იყო ერთგვარი მხარდაჭერა ქართველი კონკურსანტის, დავით ლომიძისადმი, რომელიც ორ დღეში საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით იმღერებს. აქტიურად გრძელდება საბავშვო ევროვიზიისთვის მზადება. ხვალ ქართველი კონკურსანტი გენერალურ რეპეტიციას გაივლის. 25 ოქტომბერს კი თბილისი დროით 23:00 საათზე დავით ლომიძე საქართველოს ევროპულ სცენაზე, სიმღერით „მზე სახურავებზე“ წარადგენს.

მსგავსი