ანსამბლ „რუსთავის“ საგასტროლო ტურნე უკრაინაში

ანსამბლი „რუსთავი“ უკრაინის საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა. კიევისა და სხვა ქალაქების დარბაზებში ყველა კონცერტი ანშლაგით ჩატარდა. „რუსთავის“ მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე უკრაინის ვირსკის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთან ერთად წარდგნენ. შესრულდა ხორუმი, განსაკუთრებული აპლოდისმენტები ასევე დაიმსახურა ქართველი მოცეკვავეების მიერ უკრაინული ცეკვის, ხოლო უკრაინელების მიერ ქართული ცეკვის შესრულებამ. კულმინაცია იყო ცეკვა „მთიულური“, რომლის დროსაც ქართველებს ცეკვაში უკრაინელი მოცეკვავეები შეეჯიბრნენ.

ანსამბლი „რუსთავი“ უკრაინას დიდი საგასტროლო ტურნეთი გაზაფხულზე დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი