ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი ქუთაისში

ანსამბლმა „რუსთავმა“, განახლებული შემადგენლობით, ქუთაისში პირველი კონცერტი გამართა. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილებს ქართული ფოლკლორი შესთავაზეს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ანსამბლ „რუსთავი“ კონცერტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩაატარებს. ღონისძიებები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.