უნიკალური ქართული მრავალხმიანობის მოსმენის შესაძლებლობა ბრიტანულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება. 28 წლის შემდეგ ანსამბლი „რუსთავი“ ლონდონში, როიალ „ალბერტ ჰოლის“ სცენაზე ბრუნდება. ამჯერად ქართულ კულტურას პრესტიჟულ სცენაზე ანსამბლის ახალი თაობა წარმოადგენს. კონცერტი 9 სექტემბერს გაიმართება. შემდეგ კი ანსამბლი „რუსთავი“ გასტროლებით პოლონეთში გაემგზავრება.