ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი

21:56, 03.06.2026

ცნობილი ანსამბლი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“ ოპერისა და ბალეტის თეატრში განახლებულ საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს. ახალი კოსტიუმები, ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები სხვადასხვა კუთხიდან, თანამედროვე სცენოგრაფია – 58-წლიანი ისტორია და შემოქმედება ახალი ხედვით გაცოცხლდება. ლეგენდარული ანსამბლის კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 7 ივნისს გაიმართება. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერი საქართველოს პირველი არხია.

მსგავსი