ანსამბლ „რუსთავის“ გასტროლი დიდ ბრიტანეთში

22:08, 03.02.2026

ანსამბლი „რუსთავი“ საკუთარ შემოქმედებას ამჯერად დიდ ბრიტანეთში წარმოადგენს.

გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ კონცერტებზე ქართული ფოლკლორის და საგალობლების უნიკალური ნიმუშებს შესრულდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერებთან ერთად საგასტროლო ტურნესთვის მომზადებულ პროგრამაში საგალობლების უძველესი ნიმუშებიცაა. კონცერტებთან ერთად დაგეგმილია შეხვედრები ქართული მრავალხმიანი სიმღერების შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებთან.

მსგავსი