ანსამბლ „რუსთავის“ გასტროლები შვეიცარიაში

შვეიცარიაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ქალაქ სიონის მთავარ საკათედრო ტაძარში გამოვიდა და ტრადიციული რეპერტუარის გარდა, გია ყანჩელის ნაწარმოები „წუთისოფელი“ შეასრულა.  „რუსთავი“ ფესტივალში უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ღონისძიებაზე ანსამბლ „რუსთავის“ გარდა, წარმოდგენილი იყო რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი, ჰარალე დედაო“ და მარიონეტების თეატრის სპექტაკლი.

დატოვე კომენტარი