ანსამბლ „მარგალიტის“ კონცერტი

12:26, 23.12.2025

რუსთაველის თეატრში ანსამბლ „მარგალიტის“ სოლო კონცერტი – „შეხვედრა საშობაოდ“ გაიმართა. კონცერტზე, რომელიც ანსამბლის ხუთი წლის იუბილეს მიეძღვნა, შესრულდა ხალხური და ქალაქური სიმღერები, ასევე ქართული საგალობლები და მსოფლიოში ცნობილი საშობაო სიმღერები. „მარგალიტის“ რეპერტუარში შედის ქართული ტრადიციული მუსიკის სხვადასხვა მიმართულების ნიმუშები.

მსგავსი