ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა
ცნობილი ქართული სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ისტორიაში და შემოქმედებით საქმიანობაში ახალი ეტაპი იწყება. „ერისიონს“ საკუთარი შენობა აქვს. 140-წლიანი ისტორიის მქონე სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი რეპეტიციებს უკვე ახალ დარბაზებში ჩაატარებს. სამწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ შენობა ანსამბლს ოფიციალურად გადასცეს.
ახალ შენობაში ანსამბლთან ერთად „ერისიონის“ ბავშვთა სკოლა-სტუდიაც განთავსდა, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება. თანამედროვე სტანდარტების შენობა ანსამბლის შემოქმედების ყველა მიმართულებაზეა გათვლილი. „ერისიონის“ ახალი მისამართი ხეთაგუროვის ქუჩის 26 ნომერია.