ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ანსამბლი „დიდგორი“ სოლო კონცერტისთვის ემზადება.
ხალხური ანსამბლი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით და განახლებული შემადგენლობით წარდგება. შესრულდება ახალი სასიმღერო ნომრები, მათ შორის ქართული მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშები, საქართველოს ყველა კუთხიდან.
ანსამბლ „დიდგორის“ სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2 ივლისს გაიმართება.