სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს.
ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე 13-დან 21 ივნისის ჩათვლით აჟღერდება. „ბასიანმა“ პირველი კონცერტი გუშინ ჩაატარა და საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი DISCANTO გახსნა. დღეს კი ანსამბლ „ივერიონთან“ ერთად, მორიგი კონცერტი ქალაქ პრატოში გაიმართება.