ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი

იტალიაში „ბასიანის“ გასტროლი გრძელდება. ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის მორიგი კონცერტი უმბრიის უძველეს ტაძარში basilica di S. Pietro-ში ფესტივალ Out-of-Season-ის ფარგლებში გამართა. ფესტივალი 1946 წელს დაფუძნდა და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუსიკალურ ღონისძიებად ითვლება. „ბასიანი“ იტალიაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება.