ანრი ოხანაშვილის განცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი და მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში.

სამუშაო ჯგუფი განხილვას იწყებს. საკომიტეტო ფორმატში განხილვები კი 23 სექტემბრიდან დაიწყება. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება, რადგან განხილვების მიმდინარეობას მოსახლეობა მონიტორინგს პირდაპირ ეთერში გაუწევს.

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას „ევროპული საქართველო“ არ აპირებს. „ნაციონალური მოძრობა“ კი პროცესში ჩართვას გეგმავს.