ანრი ოხანაშვილის განცხადება

თბილისში, შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე დღეს კომენტარები გააკეთეს პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ანრი ოხანაშვილი ტელეკომპანია „ტვ-პირველის“ დამფუძნებელს მძიმე პროვოკაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვატო წერეთელს მან საკადრისი პასუხი გასცა. უმრავლესობის წევრები მოითხოვენ გასაჯაროვდეს ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ასევე ანრი ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ შემთხვევის დროს წერეთელი არ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. დეპუტატი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნითაც გამოდის და არ გამორიცხავს, პროვოკაცია წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი.