ანრი ბასილაიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

მხატვრისა და მუსიკოსის, ანრი ბასილაიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გალერეა „ვერნისაჟში“. წარმოდგენილი 55 ნამუშევარი შერეული ტექნიკით არის შესრულებული და მხატვრის თქმით, რეალური ცხოვრების სცენებს ასახავს.

გამოფენა ორი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ანრი ბასილაია ბოლო 18 წელია პარიზში ცხოვრობს და აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.