ანომალიური სიცხე და საგანგებო მდგომარეობა ევროპის ქალაქებში
ანომალიური სიცხე ევროპის ქვეყნებში – ტემპერატურის მკვეთრ ზრდას მსხვერპლი მოჰყვა იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.
გაუსაძლისი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს იტალიის 20-მდე ქალაქში. გადატვირთულია კლინიკები, დახურულია დაწესებულებების ნაწილი, საგანგებო ზომებს იღებენ ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებზე. ზოგიერთ ქვეყანაში პრობლემები შეიქმნა ელექტროსისტემაში. მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა საფრანგეთში, სადაც პარიზის მერი სიტუაციას კრიტიკულად აცხადებს და გადაუდებელი ზომების მიღებას აანონსებს. მეტეოროლოგების პროგნოზი ტემპერატურის ვარდნას ჯერ არ ელოდებიან.