ანომალიური სიცხე და გვალვა ევროპაში
დამშრალი მდინარეები, ენერგეტიკული კრიზისი და ტყის ხანძრები – ევროპის რამდენიმე ქვეყანა რეკორდულად მაღალი სიცხითა და გვალვით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის. კრიტიკულ ნიშნულამდეა შემცირებული წყლის დონე მდინარე დუნაიში. შედეგად შეფერხებით მუშაობს უნგრეთის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ენერგო კრიზისთან ერთად პრობლემად რჩება ტყის ხანძრები. ცეცხლის მასშტაბურ კერებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ებრძვიან. სტიქია უარყოფით გავლენას ახდენს მოსავალზეც. სწორედ ძლიერი სიცხე სახელდება ევროპაში სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეკორდული ზრდის მიზეზად.