ქართველი რეჟისორის ანკა გუჯაბიძის ფილმი „თემო რე“ , როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი პროგრამის გამარჯვებული გახდა და ამასთან, დაჯილდოვდა ჰოლანდიელი კინოკრიტიკოსების საგანგებო პრემიით. „თემო რე“ მსახიობის და მწერლის, თემო რეხვიაშვილის სადებიუტო რომანის, „კურიერის ამბების“ ეკრანიზაციაა. მოკლემეტრაჟიან სურათში მთავარ როლს თავად თემო რეხვიაშვილი ასრულებს – მისი პერსონაჟი, თემო პროფესიით მსახიობია, თუმცა კურიერადაც უწევს მუშაობა. რეჟისორმა დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებაც გააკეთა.