ანიმირებული კომიქსი

საერთაშორისო ფესტივალებზე მალე ქართული წარმოების კომიქსებზე შექმნილი 2 D ანიმაცია გამოჩნდება სახელწოდებით Save the soul.

რამდენიმე ენთუზიასტი ადამიანის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული ნამუშევარი ანიმაციის სახით არსებობას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ დაფინანსების წყაროს მოპოვებას შეძლებს.

ის, რაც უკვე გაკეთებულია, დიდი წიგნის მხოლოდ ერთი ფურცელია. არსებობს სცენარი, რომელიც რამდენიმე სეზონს და სეზონში 10-მდე სერიას აერთიანებს.

ავტორი წიგნის გამოცემასაც გეგმავს. კომიქსებზე შექმნილი ანიმაციური სერიალის პირველი ეპიზოდი კი მხოლოდ მთავარ გმირებს გვაცნობს.