„როცა ზღვა იყო მშვიდი“ – ანიმაციური ფილმის პრემიერა

14:58, 05.10.2026

15 ოქტომბერს საქართველოს კინოაკადემიაში ანიმაციური ფილმის – „როცა ზღვა იყო მშვიდი“ პრემიერა გაიმართება. ფილმი სოხუმის ომამდელ ცხოვრებას, ბავშვობის მოგონებებს, ნოსტალგიას, პირველ სიყვარულსა და დაკარგული სახლის დაბრუნების სურვილს ეხება.

სტუმრები: მამუკა ტყეშელაშვილი – რეჟისორი და სცენარისტი, ვლადიმერ კაჭარავა – პროდიუსერი, ნიკოლოზ აბრამაშვილი – საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი.

მსგავსი