ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

15:29, 01.09.2022

საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელი ნიქოზი ანიმაციური ფილმების მე-10 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი ექვსი დღე გაგრძელდება და მასში 25-მდე ქვეყნის 80 რეჟისორი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები და სტუდიები ფესტივალზე წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. „დრეზდენის“, ანესისმონსტრას“ ანიმაციის მსოფლიო ფესტივალებს, წელს „ზაგრების“ ფესტივალიც შეუერთდა. ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი, მეუფე ისაიას ინიციატივით, 2011 წელს დაარსდა და ის წლებია მსოფლიოს თანამედროვე ანიმაციური ფილმების ავტორებს, პრესტიჟულ მეგობარ ფესტივალებს და უბრალოდ კინოს მოყვარულებს აერთიანებს. ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის ორგანიზატორი ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლაა.

მსგავსი