ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზში

21:55, 18.10.2026

ასამდე რეჟისორი 24 ქვეყნიდან და 85 ანიმაციური ფილმი. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ექვსდღიანი პროგრამა დატვირთული იყო გამოფენებით, სემინარებით, მასტერკლასებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ღონისძიებებით. ფესტივალი სოფელ ზემო ნიქოზში 2011 წლიდან იმართება და წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალი უკვე მეცამეტედ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოსა და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი