ანიმაცია „როცა ზღვა იყო მშვიდი“ ანესის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

21:58, 29.05.2026

სიყვარულის ისტორია აფხაზეთიდან, რომელსაც ავტორი თოჯინური ანიმაციით გვიყვება.

„როცა ზღვა იყო მშვიდი“ – ასე ჰქვია მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციურ ნამუშევარს, რომელიც ახალ პროექტში აფხაზეთზე მოგონებებს და რეალურ სასიყვარულო ამბავს აცოცხლებს. სევდიანი ამბები, ნაცნობი ადგილები სოხუმიდან და ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენები – მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მოკლემეტრაჟიან ანიმაციაზე მუშაობა დასრულდა.

ახალი ანიმაციით რეჟისორი ცდილობს, ახალ თაობას მისი თვალით დანახული აფხაზეთი აჩვენოს და პირადი ემოციები გააზიაროს. სურათმა საფესტივალო ცხოვრება უკვე დაიწყო. ანიმაციის პრემიერა ანესის ყველაზე პრესტიჟულ კინო ფესტივალზე შედგება.

მსგავსი