ანგელა ვასილენკოს გამოკითხვა

მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ანგელა ვასილენკო.

პაატა ბურჭულაძის მეუღლესთან გამოძიებას შეკითხვები ფონდ „იავნანადან“ დიდი ოდენობით თანხის შესაძლო გაფლანგვის საქმეზე აქვს.

ვასილენკომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა და ქვეყანა დატოვა. დღეს კი ადვოკატთან ერთად საქალაქო სასამართლოში მივიდა.