ანგარიშის პრეზენტაცია

ბიზნესომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრაზე საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ბიზნესში არსებული სამართლებრივი პრობლემების განხილვა, განსაკუთრებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და პროკურატურაში გამოძიების გაჭიანურების საკითხი. მხარეებმა რეგულირების გავლენის შეფასების კანონპროექტზეც იმსჯელეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, – „ადვოკატთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტი, – წარმომადგენლები ესწრებოდნენ.