ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა

„კონფლიქტი საქართველოში“- სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დაესწრო.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, სოფელ ატოცთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას და საერთაშორისო ფორმატებს.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. ოთხოზორია – ტატუნაშვილის სია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა მიმართ სამართლის აღსრულებას.