„თამბაქოს პროდუქტების უკანონო მარკეტინგი ბავშვებსა და ახალგაზრდებში“ – ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით წარადგინა. მონიტორინგის შედეგების თანახმად, სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსების 60-65%-ზე მეტი ახალ პროდუქტზე – ელექტრონულ სიგარეტზე მოდის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თამბაქოს ახალი პროდუქტები გამოფენილია ბავშვებისა და მოზარდებისთვის მიმზიდველ პროდუქტებთან, როგორიცაა ტკბილეული და სხვადასხვა საბავშვო ნაწარმი. გამოკვეთილია კონტროლის და კანონის აღსრულების პრობლემები. ანგარიშის ავტორებმა პრობლემების აღმოფხვრის კონკრეტული რეკომენდაციები გააჟღერეს, როგორიცაა მაგალითად ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტის იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვა, ასევე თამბაქოს პროდუქტებში სპეციფიკური არომატების აკრძალვა.