ანგარიში „მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტის სახელზე მიმართვას ავრცელებენ და საკანონმდებლო ორგანოს სთხოვენ, უზენაესი საასამართლოს მოქმედი მოსამართლეებისთვის ვადის განსაზღრის წესზე, ახალი კონსტიტუციის მიხედვით იმსჯელონ.

როგორი იქნება საკანონმდებლო ორგანოს პასუხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიმართვაზე და მოხდება თუ არა მათი უვადოდ დანიშვნა, ჯერ-ჯერობით უცნობია. მოსამართლეთა მიმართვა დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლო ხელისუფლების, არასამათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმ შეხვედრაზე გააცნო, სადაც მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ მომზადებულ ანგარიშზე მსჯელობდნენ.