ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს სახელწოდებით – „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ. ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების შესვლის შეზღუდვის გამო. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლაშა დარსალიამ და ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ასევე, შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკას.