ანგარიში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევების შესახებ ანგარიში წარადგინეს. დოკუმენტის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო  მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესაც მოუსმინეს. თამარ ჩუგოშვილმა დადებით მხარეებთან ერთად, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ხარვეზებსაც გაუსვა ხაზი. განცხადებები გააკეთეს ასამბლეის სხვა წევრებმაც.