ანგარიში ეთნიკური უმცირესობების ქალთა უფლებებზე

როგორია ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა უფლებრივი მდგომარეობა. საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი სპეციალური ანგარიში წარმოადგინეს. ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და უფლებრივი მდგომარეობას ეხება; მეორე  კი – ქვემო ქართლში ადრეულ
ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკისა. ავტორების თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ რიგი სოციალურ-კულტურული ფაქტორები, უპირატესად კი, გენდერული ნორმები იწვევს უფლებების დარღვევას, რასაც ემატება ინფორმაციის ნაკლებობა, რომელსაც  ენობრივი ბარიერი ამწვავებს. შეხვედრას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ესწრებოდა.