2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ თბილისში შეხვედრა გამართა. საუბარია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე, დისკუსიები თავდაპირველად რეგიონებში ჩატარდა.
შეხვედრები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიულ ფედერაციასთან თანამშრომლობით გაიმართა. წინასწარი გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ მუნიციპალიტეტებში, ჩატარებულ ღონისძიებებში 500-ზე მეტი საწარმოს წარმომადგენელი მონაწილეობდა.