ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
დილიდან ეკლესიებში სადღესასწაულო მსახურება ტარდება. მართლმადიდებელი მრევლი წმინდა მოციქულ ადრია პირველწოდებულის ხსენების და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. მაცხოვრის მოწაფის და წმინდა მოციქულის ღვაწლი, ქვეყანაში შემოტანილი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი და დღევანდელი დღესასწაულის განსაკუთრებული მნიშვნელობა – მრევლმა დღეს პატრიარქის მოსაყდრის ქადაგება მოისმინა.
ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს – 12 მაისს მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს. რაც შეეხება 12 მაისის ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის – იმედის დღედ გამოცხადებას, გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა 2018 წელს მიიღო.