ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა. სადღესასწაულო მსახურება აღავლინა მეუფე შიომ მახათაზე მთაზე, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა. წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. მთავრობის ინიციატივით, დღევანდელი დღე უქმე დღედაა გამოცხადებული. საზეიმო წირვის შემდეგ, ცნობილ ქართველ კინორეჟისორს, მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „საზოგადოება ივერიისას“ სპეციალური ჯილდო – ოქროს ჯვარი და საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი გადაეცა. მერაბ კოკოჩაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აღმშენებლობის საქმეში.