ანდრია ჯაღმაიძის განცხადება – შეფასებები

18:22, 06.07.2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ისაუბრა სადაც საქართვლოში ეკლესიის როლზეც იყო აქცენტი. სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში. ამის დიაგნოზია, რომ თავიანთი უნიათობით, ეკლესიისადმი არაჯანსაღი პოლიტიკით მივიდნენ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს. აქცენტი მან 2023 წლის აგვისტოში მაშინდელი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამად უკვე თანასწორობის საკითხებში ევროკომისრის, ჰაჯა ლაბიბის საპატრიარქოში ვიზიტზე გააკეთა. ჯაღმაიძის ინფორმაციით მან თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, საზოგადოებისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში. მისივე განცხადებით მაშინ საპატრიარქომ ეს მოწოდება არ გაახმაურა იმ მიზეზით, რომ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი პოლარიზაცია იყო.

მსგავსი