ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედება

ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში ანდრეი ტარკოვსკის უკანასკნელი ფილმის გადაღების პროცესი გაცოცხლდება.

ექსპოზიციაზე რუსი რეჟისორის  ფილმ „მსხვერპლშეწირვის“ ამსახველი ფოტოები გამოიფინება. ფოტოების ავტორი კინომცოდნე ლაილა გარეტია, რომელიც  ლონდონიდან სპეციალურად  ამ გამოფენისთვის ჩამოვიდა. „მსხვერპლშეწირვა“ ფსიქოლოგიური კინოს დიდოსტატად მიჩნეული ანდრეი ტარკოვსკის უკანასკნელი ფილმია, რომელიც ეკრანზე 1986 წელს, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოვიდა. ამ და სხვა არაერთი საკულტო ფილმის ავტორი კანისა და ვენეციის პრესტიჟული კინო-ფესტივალების პრიზიორი არაერთხელ გახდა.