ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება

„ერთადერთი გზა, რომ პუტინის დე ფაქტო ვეტო დაძლიო, არის საქართველოს ნატო-ში მიღება ევროკავშირში კვიპროსის გაწევრიანების მოდელით,“ – ეს განცხადება ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ერთადერთი წინაღობა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია.

„ჩვენ უნდა დავთანხმდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც ევროკავშირის დათანხმდა კვიპროსის მიღებას, მაგრამ ამავე დროს, განვაცხადოთ, რომ ნატო-ს წესები და ვალდებულებები და მათ შორის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.